Jump to content

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვიმედოვნებ ჩვენი აქტიური წევრი იქნები, ჩვენს  ფორუმი 2012 წლიდან მოდის, წლების განმავლობაში დაგროვილი ლინკები ხშირ შემთხვევაში მკვდარი იქნება, მაგრამ ჩვენს საიტზე  ხელს ნუ ჩაიქნევ , შემოდი და შენც მიიღე მონაწილება მის შექმნაში. მადლობა.

 

GHOST_FATHER

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

Recommended Posts

6e8e6da80714.jpg

საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური ზარალი მიაყენა. აქედან გამომდინარე, საბანკო ასოციაცია მომხმარებელს რჩევებს უზიარებს, თუ როგორ დაიცვან თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ, დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმისგან, “ფიშინგისგან”.

“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

“იმისთვის, რომ თავი დაიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:

• არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე; 
• ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით;
• გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისთვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე;
• პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე;
• გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო;
• არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რამე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე;
• გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.

როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას”, – წერია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

 

წყარო:https://imedinews.ge

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
გამოეხმაურეთ

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმნა...