Jump to content

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვიმედოვნებ ჩვენი აქტიური წევრი იქნები, ჩვენს  ფორუმი 2012 წლიდან მოდის, წლების განმავლობაში დაგროვილი ლინკები ხშირ შემთხვევაში მკვდარი იქნება, მაგრამ ჩვენს საიტზე  ხელს ნუ ჩაიქნევ , შემოდი და შენც მიიღე მონაწილება მის შექმნაში. მადლობა.

 

ლაშა იაშვილი

წევრი
  • Content Count

    3
  • Joined

  • Last visited

Community Reputation

0 საწყისი

About ლაშა იაშვილი

  • Rank
    დამწყები

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

  1. თუ სადმე ყური მოგიკრავთ აბრევიატურებისთვის FAT და NTFS, ნუ გეგონებათ რომ ისინი პროგრამები ან მაგიური შელოცვები არიან. ისინი დისკზე ინფორმაციის შენახვის და განლაგების ცნობილ და გავრცელებულ მეთოდებს წარმოადგენენ. ყველას, ვისაც კი თავის კომპში ამ ბოლო დროს ოპერაციული სისტემა გამოუცვლია (და არა მარტო მათ), შეხება ჰქონია ამ აბრევიატურებთან, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის მათი შინაარსი და პლიუს-მინუსები. შესაბამისად არც ის, თუ რომელი და როგორ მოარგოს თავის კომპიუტერს. ამ სტატიაში შევეცდები ეს საკითხი თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო. სტატია მსუბუქ ვერსიად განიხილავს ამ ორ ფაილურ სისტემას. მეც შევეცდები არ გადაგტვირთოთ ზედმეტი მონაცემებით, ბოლო-ბოლო ბევრისთვის ეს პირველი შეხებაა ამ თემასთან. დისკის ორგანიზება სანამ უშუალოდ კონკრეტულ სისტემებზე გადავიდოდეთ, ზოგადად გავეცნოთ იმ განლაგებისა და შენახვის მეთოდს, რომელსაც ორივე სისტემა იყენებს. ყველას, ვისაც კი თავის კომპში ამ ბოლო დროს ოპერაციული სისტემა გამოუცვლია (და არა მარტო მათ), შეხება ჰქონია ამ აბრევიატურებთან, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის მათი შინაარსი და პლიუს-მინუსები. შესაბამისად არც ის, თუ რომელი და როგორ მოარგოს თავის კომპიუტერს. ამ სტატიაში შევეცდები ეს საკითხი თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო. სტატია მსუბუქ ვერსიად განიხილავს ამ ორ ფაილურ სისტემას. მეც შევეცდები არ გადაგტვირთოთ ზედმეტი მონაცემებით, ბოლო-ბოლო ბევრისთვის ეს პირველი შეხებაა ამ თემასთან. დისკის ორგანიზება სანამ უშუალოდ კონკრეტულ სისტემებზე გადავიდოდეთ, ზოგადად გავეცნოთ იმ განლაგებისა და შენახვის მეთოდს, რომელსაც ორივე სისტემა იყენებს. იმისათვის, რომ ოპერაციულმა სისტემამ დისკზე მუშაობა შეძლოს, დისკი იყოფა კონცენტრირებულ ნაწილებად (ბილიკებად), მათ ინგლისური ტერმინოლოგიით ტრეკებს ეძახიან (ქართულად ბილიკებს). ყოველი ბილიკი წარმოადგენს კონცენტრულ წრეს, რომელსაც იდეაში არც თავი აქვს და არც ბოლო. მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ აურზაური არ იყოს, დისკის თითოეული ბილიკი დაყოფილია რამდენიმე ერთნაირი ზომის ნაწილად. ასეთ ნაწილს სექტორს ეძახიან და მასში ინახება მინიმალური ინფორმაციის რაოდენობა. დღესდღეისობით არსებულ ყველა დისკში ერთ სექტორში 512 ბაიტი ინახება. როგორც იცით, დისკის ფირფიტა ძალიან გავს კომპაქტ დისკს. ადვილი მისახვედრია, რომ გარე ბილიკი უფრო გრძელი იქნება, ვიდრე შიდა ბილიკი. შესაბამისადაც არის განლაგებული ყოველ ბილიკზე სექტორების რაოდენობა, თუმცა თავიდან დისკების პირველ ეპოქაში ყოველ ბილიკზე მიუხედავად მისი სიგრძისა, სექტორების ერთნაირი რაოდენობა იყო განთავსებული. შემდეგ ეს (კორექტულად) მიჩნეული იყო ადგილის უაზრო ხარჯვად. ასე რომ სისტემაც შეიცვალა. სექტორი შეიძლება ჩავთვალოთ კორპუსის მაცხოვრებლად, ანუ მობინადრედ. ყოველ კორპუსს გააჩნია თავისი სარჩევი, ანუ მობინადრეთა ჩამონათვალი. იმისთვის, რომ ეს ჩამონათვალი ძალიან არ გაიზარდოს, ჩვენ ყველა მოსახლეს ცალცალკე მისამართს კი არ ვუწერთ, არამედ ვაერთიანებთ მათ ბინების მიხედვით, ეს კი სარჩევში ადგილის ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. ასევეა დისკებზეც, იმის გამო რომ დისკზე სექტორები ძალიან ბევრია, ხოლო მათი მისამართების ჩასაწერი ადგილი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს, იძულებული ვართ სათითაო სექტორის მაგივრად ჩავწეროთ სექტორების ერთაინობა ერთ მისამართზე. სექტორების ერთიანობას დაერქვა კლასტერი. კლასტერში შეიძლება იყოს გაერთიანებული 1 ან რამდენიმე ათეული სექტორი, დღეისათვის მაქსიმალური რაოდენობა 128 ერთ კლასტერში სექტორია. ეს რაოდენობა განისაზღვრება იმის და მიხედვით, თუ რა ზომისაა დისკი და რამდენია მასზე სექტორების რაოდენობა. მაგალითად თუ დისკზე გაქვთ 16 ათასი სექტორი, ხოლო სარჩევში მხოლოდ 2 ათასი ჩაწერის ადგილი, მაშინ თქვენ 8 სექტორის გაერთიანება და მათთვის ერთი მისამართის, ანუ კლასტერის მითითება მოგიწევთ. თუ დისკის ზომა უფრო დიდია, მაშინ ერთ კლასტერში უფრო მეტი სექტორის გაერთიანება მოგიწევთ და პირიქით. ახლა კი დროა თვითონ ფაილურ სისტემებზე გადავიდეთ, სწორედ მათი მეშვეობით ხდება ინფორმაციის და სექტორების შენახვა, ასევე კლასტერებად კლასიფიცირება. რა არის FAT? File Allocation Table ანუ შემოკლებულად FAT, იყენებს მონაცემთა ბაზას (ჩვენ წეღან უფრო გავამარტივეთ ეს ტერმინი და მისამართების ჩამონათვალად განვიხილეთ), რომელშიც თითოეულ კლასტერს თავისი ნომერი და ადგილი აქვს. ეს სისტემა პირველად DOS 1-ში იქნა გამოყენებული თინეიჯერი ბიძია ბილის მიერ. დრო გავიდა და ფაილურმა სისტემამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. განახლებულ ვერსიებს FAT12, FAT16 და FAT32 დაერქვათ. აბრევიატურის ბოლოს ჩაწერილი ციფრები თანრიგებზე მიგვითითებს, მაგრამ რომ არ დაიბნეთ, მათ ამ სტატიაში არ განვიხილავთ. დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ 1987 წელს (DOS 3-ში) კომპიუტერებისთვის 32 მეგაბაიტიანი დისკის წაკითხვა ბოლო მიღწევა იყო. DOS 6-ის ეპოქაში ეს ზომა 2 გიგაბაიტამდე გაიზარდა, მაგრამ დისკის მწარმოებლების მიღწევები ოპერაციული სისტემისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ. ასე რომ, Windows 98-თან ერთად FAT32 გამოვიდა (მანამდე ახალი ფაილური სისტემა გამოცდილი იყო Windows 95 SR2-ში), რომელიც ლიმიტს (თეორიულად) 2 ტერაბაიტამდე ზრდიდა. მომდევნო პრობლემა ისევ დისკების გაზრდილი მოცულობიდან მომდინარეობდა. მაგალითად, FAT16-ს თეორიულად 2 -ზე მეტი კლასტერის დატევა არ შეუძლია (პრაქტიკაში ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია), ასე რომ დიდ დისკზე მას კლასტერებში ბევრი სექტორის ჩაწერა უწევდა, რაც დისკის მოცულობის დაკარგვას იწვევდა. ანუ თუ სისტემა მუშაობს 16-დან 32 GB-მდე განყოფილებაზე, ის თითოეულ კლასტერს 16 KB-ს უთმობს. ასეთ შემთხვევაში 1-დან 16 KB-მდე ფაილი, მიუხედავად იმისა, 16 კილობაიტი ინფორმაციაა შიგნით ჩაწერილი თუ მხოლოდ ერთი ბაიტი, მაინც 16 კილობაიტის ადგილს იკავებდა დისკზე. ეს კი დისკის მოცულობის 30-40 პროცენტს გამოუყენებელს ტოვებდა. ასევე პრობლემად იქცა ფაილების დისკზე ჩაწერის პროცესიც. როცა სისტემა ახალ ფაილს წერს დისკზე, იგი ეძებს გამოუყენებელ კლასტერებს (თავისუფალ ადგილს) და ინფორმაციას მთელ დისკზე ანაწილებს. რაც უფრო დაშორიშორისებულია ეს ნაწილები ერთმანეთისგან, მით უფრო ნელდება მასზე მუშაობის პროცესი. იმიტომ რომ ერთი ფაილის წასაკითხად ინფორმაცია სხვადასხვა ბილიკებზე და კლასტერებშია ამოსაკითხი, ხანდახან კი წაღმაუკუღმა მიმდევრობითაა ჩაწერილი, მოთხოვნისას მისი დალაგების და ამოკითხვის დრო ნერვებისმომშლელად იწელება. სხვათაშორის სწორედ ასეთი მეთოდით დაფანტულ ფაილების ჩაწერას ჰქვია დისკის ფრაგმენტაცია. შემდეგ სპეციალური პროგრამებით გვიწევს ხოლმე დანაწევრებული ფაილების ამოკითხვა და ლამაზად დალაგება ისე, რომ ისინი საძებნი აღარ გაგვიხდნენ. ამას კი თავის მხრივ საკმაო დრო მიაქვს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მიუხედავად FAT თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა პატარა მეხსიერებისა და სიმძლავრის მქონე კომპებზე, მაგრამ ტექნოლოგიურმა სიახლეებმა სისტემის განახლება და სრულყოფა მოითხოვეს. ნელნელა სიტუაცია მომწიფდა და საფუძველი NTFS-ს ჩაეყარა. რა არის NTFS? 90-იანების დასაწყისში კომპანია Microsoft-ი მიხვდა, რომ DOS სისტემაზე დაფუძნებული Windows-ი სულ უფრო მზარდი ბაზრის მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაიწყო მუშაობა. თავიდან ის IBM-თან ერთად მუშაობდა, რამაც მსოფლიოს ახალი სისტემა, HPFS (High Performance file system) მოუვლინა. სამწუხაროდ, ამ ორმა კომპანიამ ერთობლივი მუშაობით მეტი ვერაფერი შექმნა. ცოტა ხანში მაიკროსოფტმა NTFS (New Technology File System)შეიმუშავა, რომელიც თავდაპირველად Windows NT-ში, ხოლო შემდეგ Windows 2000-სა და Windows XP-ში გამოიყენა. NTFS-ი FAT-ზე მოქნილია – თითქმის ბოლომდე იყენებს დისკის მოცულობას. კლასტერის ზომა 4 KB-ს არასდროს აჭარბებს, თუმცა მაზოხისტური ოცნების შემთხვევაში შეიძლება ერთ კლასტერში ერთი სექტორის ჩატევაც (მიუხედავად დისკის მოცულობისა), ხოლო თუ ფაილის ზომა კლასტერის ზომაზე მცირეა, მაშინ სისტემა ამ ფაილს MTF-ში (Master File Table) ინახავს, რაც მას თავდაპირველ ზომას უნარჩუნებს და შესაბამისად დისკის მოცულობის უაზრო ხარჯვასაც თავიდან გვაცილებს. ყველაფერი ეს მიიღწევა იმის ხარჯზე რომ NTFS-ში, ფაილების განლაგების ცხრილის ზომა და ჩანაწერების რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, იგი დინამიურად იცვლება საჭიროების და მიხედვით. NTFS ფაილების უკეთეს დაცვასაც უზრუნველყოფს. მაგალითად, XP Pro-ს დაცვის ინტეგრირებული ფუნქცია გააჩნია. მაგრამ აქ მედლის მეორე მხარეც გვაქვს – მომხმარებელი პაროლთან ფრთხილად უნდა იყოს – მის დაკარგვას Windows 98-თან შედარებით მეტი გართულებები მოაქვს. თუმცა NTFS მინუსებიც ბლომად აქვს. მწირი შესაძლებლობის კომპებთან ძალიან ჭირვეულია. მის სისტემურ ფაილებს პატარა მოცულობის დისკებზე საგრძნობი ადგილი მიაქვს (იგრძნობა დინამიური ცხრილის ფუნქციები), ხოლო თვითონ სისტემა ნელა მუშაობს და ხშირად იჭედება კიდეც. ეს გამოწვეული იმით რომ ოპერაციული სისტემა FAT-ისაც და NTSF-ის ცხრილებს ოეპრატიულ მეხსიერებაში ინახავს, შესაბამისად ფიქსირებული FAT-ი ყოველთვის ერთ როდენობას მოითხოვს, ხოლო NTFS-ი კი ცვალებადი მოვლენაა. მძლეთამძლე (FAT თუ NTFS?) მინდა მთელი ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია შევაჯამო და დადებითი და უარყოფითი მხარეების მოკლე ჩამონათვალი შემოგთავაზოთ. ასეთი ჩამოთვლის მეშვეობით ადვილად გაარკვევთ, თუ რომელი სისტემა გჭირდებათ თქვენი კომპისთვის. მაშ ასე: FAT პლიუსები · უფრო სწრაფად მუშაობს 10 გიგაბაიტისა და ნაკლები მოცულობის მქონე დისკებზე (განყოფილებებზე); · კარგად მუშაობს დისკის პატარა ქეშ მეხსიერებისა და ნაკლები ოპერატიული მეხსიერების (96 მეგაბაიტზე ნაკლები) ქონის შემთხვევაში; · იოლია დიდი მოცულობის ფაილებთან მუშაობა (არაუმეტეს 2 გიგაბაიტი). მინუსები · დისკზე ფაილების რაოდენობისა და დისკის მოცულობის ზრდათან ერთად ნელდება მუშაობის სიჩქარე; · ბევრი წვრილი ფაილების შენახვისას ხდება დისკის ფრაგმენტირება და სისტემის შენელება იგრძნობა; NTFS პლიუსები · შეუძლია ინდექსირება, რაც ფაილების ძებნას აჩქარებს; · აქვს უკეთესი დაცვა; · გააჩნია კვოტირების ფუნქცია; · შეუძლია ფაილების კომპრესირება; · ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის შანსს; · შეუძლია შეინახოს უფრო დიდი მოცულობის ფაილები, ვიდრე FAT-ს (4 GB-ზე დიდი); · შეუძლია იმუშაოს დიდ დისკებზე (>1 TB); · შეუძლია დისკი გადაიყვანოს დინამიურ ფორმატში (ეს ფუნქცია არ მუშაობს WinXP Home ვერსიაში); · კარგად მუშაობს დიდი მოცულობის ქეშ მეხსიერებიან დისკებთან და ბევრი ოპერატიული მეხსიერების (96 მეგაბაიტზე მეტი) არსებობისას; · 20 GB-ზე მეტი მოცულობის მქონე დისკებზე FAT-თან შედარებით უფრო სწრაფად მუშაობს; · 8 GB-ზე მეტi მოცულობის მქონე …დისკებზე უფრო მეტi ადგილის გამოყენება შეუძლია; · მეტად დაცულია ფრაგმენტირებისაგან. მინუსები · ცუდად მუშაობს ნაკლები ქეშ მეხსიერების მქონე სისტემებთან (96 მეგაბაიტზე ნაკლები ოპერატიული); · ცუდად მუშაობს ნელ დისკებსა და კონტროლერებთან; · პატარა დისკებზე მოცულობის მხრივ უფრო არაეკონომიურია, ვიდრე FAT-ი. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უკეთესია ამ ზედაპირული ჩამოთვლის შემდეგ პრაქტიკაზე განვიხილოთ, თუ რომელი ფაილური სისტემა რა გემოვნებისთვისაა განკუთვნილი(ოღონდ სურვილს შესაძლებლობაც ჭირდება :-)). ამისათვის პატარა რჩევა დარიგებანი: გირჩევთ FAT-ს თუ თქვენ… · კომპიუტერში გაქვთ 96 მეგაბაიტზე ნაკლები ოპერატიული მეხსიერება; · გაქვთ ნელი დისკი (<5400 ბრ/წთ) ან კონტროლერი(ATA33ი ან უფრო ნელი); · გაქვთ 10 GB-ზე ნაკლები მოცულობის დისკებთან (განყოფილებებთან); · გსურთ Win 9x ოპერაციული სისტემის თქვენს დისკზე გამოყენება გირჩევთ NTFS-ს თუ თქვენ… · გაქვთ 20 GB-ზე მეტი მოცულობის დისკი; · გაქვთ 128 მეგაბაიტზე მეტი მეხსიერება (რეალურად ჯობია 256 მეგაბაიტზე მეტი გქონდეთ); · გიწევთ ბევრი წვრილი ფაილების შენახვა (>100,000) · იყენებთ 4 GB-ზე მეტი ზომის ფაილებს · იყენებთ დინამიურ დისკებს და RAID სისტემებს; · გსურთ უფრო სწრაფი ძებნის სისტემა (და კომპიც ხელს გიწყობთ :-)); · გსურთ ფაილების დაცვის გაფართოებული შესაძლებლობა; · გსურთ აკონტროლოთ სხვა მომხმარებლების მიერ გამოყენებული მოცულობა (კვოტირების შესაძლებლობა); · გსურთ ფაილების კომპრესია; · გსურთ ინფორმაციის უკეთესი ფიზიკური განლაგება; · გსურთ გამოიყენოთ გაფართოებული სიმბოლოების (მათ შორის ქართულის ;)) ნაკრები. ხ.დ.კ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვები,ძირითადს და ხშირად წარმოქმნილ კითხვებს აქვე ვუპასუხებ: 1. შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ორივე სისტემის ქონა ერთ დისკზე? – შესაძლებელია სხვადასხვა განყოფილებების სხვადასხვა ფაილურ სისტემაზე დაფორმატება; 2. რა სისტემაზე ფორმატდება დისკეტები (Floppy) და CD დისკები? – დისკეტები როგორც წესი, FAT-ზეა დაფორმატებული და თითო კლასტერი თითო სექტორს შეიცავს, მაგრამ NTFSflp საშუალებას იძლევა, ისინი NTFS-ზე დავაფორმატოთ. რაც შეეხება CD დისკებს, ისინი ISO-9660 ან UDF-ზე ფორმატდება, მაგრამ არასდროს FAT-ზე, ან NTFS-ზე, გამონაკლისს DVD-RAM დისკები წარმოადგენენ რომელბიც FAT32-ზე ფორმატირდება; 3. დასაშვებია თუ არა ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა ინფორმაციის დაკარგვის გარეშე? – დასაშვები და შესაძლებელია, ოღონდ გარკვეული პირობებით. Windows-ის შიდა შესაძლებლობებით შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის ფაილურ სისტემაზე გადასვლა, ანუ FAT32-დან NTFS-ზე. აი უკუღმა საშტატო უტილიტებით არაფერი გამოგივათ. თუ სურვილი, ან საჭიროება შეიქმნა, მოგიწევთ სხვა პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა, ძირითადად ჩვენთან Paragon Partition Manager და PowerQvest Partition Magic-ია გავრცელებულია. მათი მეშვეობით უმტკივნეულოდ შეიძლება ნებისმიერი ფორმატიდან ნებისმიერ ფაილურ სისტემაში გადასვლა, როგორც წესი გამოიყენება NTFS, FAT32, FAT16, FAT12, EXT3. მოკლედ სულ ეს იყო. იმედია პირველი ეტაპისთვის საქმე გაგიმარტივეთ და “გასაიდუმლოებულ” თემაზეც თვალები აგიხილეთ. თუ მოვახერხე, თემას გავაგრძელებ და შემდეგში უფრო დეტალურად განვიხილავ სიტუაციას. ავტორი: domen
×
×
  • შექმნა...